უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოში პირველად 19 ივლისს ჩამოვიდა, პრეზიდენტის რანგში. პირველი, რაც მან გააკეთა, ეს იყო ოკუპაციის ხაზთან მისვლა და რუსული აგრესიის შედეგების საკუთარი თვალით ნახვა.
"როდის გადადგებით, ბატონო ირაკლი?" - ეს ერთადერთი კითხვა ჰქონდათ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელიც 19 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფედენციის ფარგლებში იმყოფებოდა.
ლექსო ლაშქარავა, "TV პირველის" ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა იმ დაზიანებების შედეგად, რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა მას 5 ივლისს მიაყენეს. ამ უდიდესმა ტრაგედიამ მედია გააერთიანა: "საქართველოს ერთადერთი ჭირისუფალი დღეს მედიაა" - აცხადებენ აქციაზე ჟურნალისტები და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
6 ივლისს, პარლამენტის წინ ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი წინა დღეს განვითარებული მოვლენების გამო, ვისთვისაც, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა მიუღებელია. რადიკალური დაჯგუფებებისთვის ეს შეკრებაც სამიზნედ იქცა.
"მიდით, ბიჭებო, მიდით" - ამგვარი შეძახილებით აქეზებდნენ აგრესიულ ადამიანებს 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე. ისინი იმ მშვიდობიანი მოქალაქეების აქციაზე შეჭრას ლამობდნენ, ვინც 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს მდუმარე შეკრებით უპასუხა.
6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას, ვინც მდუმარე აქცია დაგეგმა წინა დღეს ნაცემი ჟურნალისტებისა და შეურაცხყოფილი ადამიანების გამო, კონტრ-აქცია დაუპირისპირეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა.
რუსთაველის გამზირზე, 6 ივლისს შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს კონტრ-აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. მათ შორის პოლიცია იდგა და აგრესიულ მოქალაქეებს აკავებდა.
ჰომოფობიურად მოტივირებული ადამიანები 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებულ მოქალაქეებზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ. პოლიციის კორდონმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
აშშ ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თბილისი-პრაიდის დაგეგმილ მარშამდე ერთი დღით ადრე იმ მოლოდინების შესახებ ისაუბრა, რაც მას ჰქონდა, მათ შორის, ქართველ სამართალდამცავებთან მიმართებით.
ჰომოფობიით მოტივირებული მოქალაქეები მას შემდეგ, რაც თბილისი-პრაიდის ორგანიზატორების ოფისი დაარბიეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და გამარჯვების აღსანიშნად, აქცია გამართეს.
თბილისში დაგეგმილი პრაიდის წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს. საყოველთაო მობილიზაციის თაობაზე მითითება რომ არსებობდა, ამის თაობაზე მათ პარლამენტის წინ, სიტყვით გამოსვლისას დაადასტურეს.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში "ამერიკის მეგობართა კლუბმა" აღნიშნა. ღონისძიების საპატიო სტუმარი ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გახლდათ.
ნანა ჭოველიძის ოჯახი 2008 წლის ომამდე ცხინვალიდან 4 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ხეითში ცხოვრობდა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მათ სამჯერ მოუხდათ სახლის მიტოვება, უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე. მესამე, 2008 წელს დაწყებული დევნილობა, ჯერ ისევ გრძელდება.
ვენერა ელანიძე თუშეთის ულამაზეს სოფელ დართლოში 80 წლის წინ დაიბადა და 9 წელი იქ გაატარა. მას შემდგომ, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე გაშენებულ სოფელს მხოლოდ ზაფხულობით აკითხავს. სამანქანო გზა თუშეთში წელიწადის ამ დროსაა მხოლოდ ხელმისაწვდომი.
ზაზა გახელაძის ოჯახმა, მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია დაანონსა, ასევე განაცხადა, რომ ოჯახის რამდენიმე წევრი დე-ფაქტო ცხინვალის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდოდა, რათა ისინიც ისევე უკანონოდ დაეკავებინათ, როგორც ზაზა დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ ეს განზრახვა მათ პატრიარქმა გადააფიქრებინა.
ეუთოს გენერალური მდივანი ერგნეთში მე-100-ე შეხვედრაზე მივიდა. მასთან კომუნიკაციის იმედით, აქ შეიკრიბნენ ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. ისინი დაკავებულის განთავისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე 11 თვეა ელიან, ახლა კი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელი და დაუგეგმავი გახლდათ, რადგან ამ დროს ელჩი კონფლიქტის ზონის სოფელ ციცაგიანთკარში სულ სხვა მიზეზით იმყოფებოდა.
მეტის ჩატვირთვა