ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვის შესაძლებლობამდე, ოთხი დღე რჩება. თუ კონგრესი მთავრობის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მთავრობის ნაწილობრივი დახურვის მეოთხე შემთხვევა იქნება. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები, უკვე უარყოფენ სენატში წარმოდგენილ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ფედერალური სააგენტოების ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაფინანსებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკარტი გადამწყვეტი გამოცდის წინაშეათუ კონგრესი ვერ მიიღებს კანონს, რომლის ხელმოწერაც პრეზიდენტ ბაიდენს შაბათს შუაღამემდე შეეძლება, ასობით ათასი ფედერალური თანამშრომელი, სამსახურიდან დროებით გათავისუფლდება. ეს ასევე შეაფერხებს მომსახურების ფართო სპექტრს, ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებიდან დაწყებული, კვებასთან დაკავშირებული შეღავათებით თუ სასურსათო ტალონებით დამთავრებული.
სამშაბათს, სენატმა 77 ხმით 19-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა დებატების დაწყებას ღონისძიებაზე, რომელიც მთავრობას 17 ნოემბრამდე დააფინანსებს. ასევე, გამოყოფს, დაახლოებით, 6 მილიარდ დოლარს შიდა კატასტროფებზე რეაგირებისთვის და კიდევ 6 მილიარდ დოლარს უკრაინის დახმარებისთვის.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა, სენატის მიერ წარმოდგენილი შეჩერების ზომა უარყვეს და თქვეს, რომ ნებისმიერი მოკლევადიანი დაფინანსების ზომა, რომელიც კონგრესში მათი თანხმობით უნდა იქნას მიღებული, უნდა შეეხოს მიგრანტების ნაკადს მექსიკასთან ამერიკის საზღვარზე.
„სენატის ეს კანონპროექტი, უბრალოდ ნამდვილად აგრძელებს ბაიდენის ღია საზღვრის გეგმის დაფინანსებას. ქვეყანას სურს გაუმკლავდეს ღია საზღვარს. ჩვენ გვჭირდება ღია საზღვართან გამკლავება“ - თქვა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა, სტივ სკალისმა.
მაგრამ, რესპუბლიკელებს, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ, მთავრობის სრულად დასაფინანსებლად საკუთარი გეგმა არ შეუთავაზებიათ. ამის ნაცვლად, ცდილობენ მიიღონ კანონპროექტების სერია მთელი ფისკალური წლისთვის, რომელიც კვირას იწყება.
პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა შესაძლოა პარასკევს საკუთარი გეგმა წარმოადგინონ.