რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა მოსკოვის საომარი მოქმედებები შეაფერხა. ამის შესახებ სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ის მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს იმ ფონზე, როცა ქვეყნის გარეთ უკრაინის სწრაფი წარმატების დიდი მოლოდინი არსებობდა. განსაკუთრებით კი ამ ზაფხულს, კონტრშეტევის ფარგლებში.
ასევე ნახეთ: კიევი: უკრაინული ქალაქები და სოფლები რუსეთის რეკორდულად მასშტაბური თავდასხმის ქვეშააამ კონტრშეტევის მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ფრონტის ხაზი გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ მცირედით შეივალა, რასაც დასავლეთში უკრაინის ზოგიერთი მოკავშირისგან მზარდი მოუთმენლობა მოჰყვა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ძალიან სწრაფად ეჩვევა წარმატებას. როდესაც სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო, მთელ მსოფლიოში ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, რომ უკრაინა გადარჩებოდა“, - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. „დიდება ყველას, ვინც არ იხევს უკან, ვინც არ იღლება, ვისაც სჯერა უკრაინის ისევე, როგორც 24 თებერვალს სჯეროდა და ამისთვის მედგრად იბრძვის“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უკვე მე-20 თვეა გრძელდება და მისი დასასრული ჯერ არ ჩანს. რუსული ძალები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახალი შეტევებისთვის ემზადებიან და რამდენიმე ნაწილში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მიაღწია იმას, რომ შავ ზღვაში მოსკოვის სამხედრო ძლიერება შეამცირა. მისი თქმით, კიევის მიმართ მოკავშირეების უფრო დიდი მხარდაჭერით, უკრაინის მიერ რუსეთის საბოლოო დამარცხება შესაძლებელი იქნება.