YouTube-მა დროებით დაბლოკა სენატორ რენდ პოლის გვერდი

სოციალური ქსელი "იუთუბი" (YouTube) კორონავირუსზე მცდარი ინფორმაციის გავრცელების კუთხით მომხმარებელთა მონიტორინგს აგრძელებს. ამჯერად 7 დღით დაიბლოკა ამერიკელი სენატორის რენდ პოლის გვერდი. კენტუკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი სენატში ამტკიცებდა, რომ ნაჭრის ნიღბები ინფიცირებისგან არ იცავს. კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის პოლიტიკის შესაბამისად, მისი ეს ვიდეო წაიშალა და ქსელიდან 7 დღით დაიბლოკა.

ასევე ნახეთ: ნიღბის ტარების რეგულაცია სასამართლო დავის საგანი გახდა

ეს ამ თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სენატორის ვიდეოები "იუთუბმა" დაბლოკა შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამო.

"ჩვენ წავშალეთ სენატორ პოლის მასალა მისი არხიდან, რადგან ის შეიცავდა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პირბადეები არ არის ეფექტური კოვიდ-19-ის გადადება-გავრცელების პრევენციისთვის. ეს გავაკეთეთ კოვიდ-19-ის სამედიცინო დეზინფორმაციის პოლიტიკის ფარგლებში", - განაცხადა "იუთუბმა" და განმარტა, რომ ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის და რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს.