გემს, რომელსაც არსებული ინფორმაციით წითელი ზღვის გავლით ირანში სიმინდი გადაჰქონდა, ირანთან დაკავშირებული იემენელი „ჰუთები“თავს დაესხნენ. ანალიტიკოსების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანთან კავშირში მყოფმა ძალებმა ირანში მიმავალ გემზე იერიში მიიტანეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუთების“ მოძრაობა ტერორისტებად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იემენელმა „ჰუთებმა“ წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებზე თავდასხმა დაიწყეს.
ასევე ნახეთ: "ჰუთები" იტალიას ემუქრებიან თუ ის იემენის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდებააშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ გემზე იერიში ნამდვილად მოხდა, თუმცა რამდენად ზუსტი იყო იერიში ან დაზიანდა თუ არა გემის კორპუსი, უცნობია. თუმცა წინასწარი ინფორმაციით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ჰუთების“ სამხედრო სპიკერმა იაჰია სარიმ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ გემი რომელზეც იერიში მიიტანეს ამერიკული იყო, თუმცა ირკვევა, რომ გემი „სტარ აირის“ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავს და ის საბერძნეთის საკუთრებაშია.
მონაცემებისა და ანალიტიკური ჯგუფის „კპლერის“ ინფორმაციით, „სტარ აირისს“ სიმინდი ბრაზილიიდან ირანში გადაჰქონდა და „ჰუთებმა“ მეგობრულ გემზე მიიტანეს იერიში.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმა გამიზნული იყო, იმისთვის, რომ "ჰუთები დამოუკიდებლად მოქმედებენ და მათ ირანი არ აკონტროლებს".
მომხდარზე განმარტებები არ გაკეთებულა ირანში, ჟურნალისტების კითხვები თეირანმა უპასუხოდ დატოვა.