ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოიდ ოსტინი სამკურნალოდ რეანიმაციაში დაბრუნდა


ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვირას, 11 თებერვალს, ვაშინგტონში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

პენტაგონის პრესმდივნის ცნობით, 70 წლის ოსტინმა უფლებამოსილება მოადგილე კეტლინ ჰიკსს გადააბარა.

ოსტინს გასულ თვეში პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოგვიანებით ჰოსპიტალიზაციის თაობაზე დეკემბერსა და იანავრში, დროულად არ შეატყობინა თეთრ სახლსა და პრეზიდენტს. ამასთან, არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები უფლებამოსილების დროებითი გადაცემის კუთხით. ზოგი რესპუბლიკელი, მათ შორის, დონალდ ტრამპიც, ოსტინის გადადგომას მოითხოვდა.

ცოტა ხნის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ოსტინმა ამის გამო ბოდიში მოიხადა. ის კონგრესის წინაშე 29 თებერვალს უნდა წარდგეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ოსტინის ქმედება არ იყო მართებული, მაგრამ ამის გამო მას საკუთარ თავდაცვის მდივანში და მის შესაძლებლობებში ეჭვვი არ შეაქვს.

საავადმყოფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება მდივანი საავადმყოფოში. რაც შეეხება სიმსივნესთან დაკავშირებულ პროგნოზს, ის კვლავ კარგი და საიმედოა, შარდის ბუშტის პრობლემები კი ამ პროგნოზს არ ცვლის.

XS
SM
MD
LG