იემენის ტერაქტის დეტალები

ალ ყაიდას წარმომადგენლების განცხადებით, ორშაბათს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 96 ადამიანის დაღუპვა და 200 ადამიანი დაშავება, შურისძიების აქტს წარმოადგენდა. ალ ყაიდას მომხრეების მიმართ გაჩაღებულ ომს, ტერორისტულმა ორგანიზაციამ საპასუხოდ ძალადობა დაუპირისპირა.

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჯარისაცების ჯგუფის შუაგულში აიფეთქა, რომლებიც სამხედრო აღლუმისთვის წვრთნას გადიოდნენ. იემენში სამშაბათს სამხედრო აღლუმია დაგეგმილი, რომელიც ერთ დროს ორად გაყოფილი ქვეყნის გაერთიანების დღეს ეძღვნება.