აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.
ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და
ასევე ნახეთ: კინზინგერი აგვისტოს ომზე: "მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა"დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.
„უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.
თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს, მისი აზრით ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.
„დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს,“- ამბობს ჰოჯესი.
დასავლეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ისეთი განცხადებები, სადაც მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო ხაზი
ასევე ნახეთ: როგორ პასუხობენ ვაშინგტონში ელჩის კრიტიკასივლება, ამ დროს კი პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები აგრძელებენ დასავლელი ლიდერების კრიტიკას. მმართველი პარტიის წევრების რიტორიკას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს ანალიტიკოსები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ეს რიტორიკა საქართველოს აზარალებს.
ამერიკელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ტაქტიკიდან გამომდინარე, აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. ანალიტიკოსი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ „საქართველო პირველადი სამიზნე არ არის“.
უკრაინაში ფრონტის ხაზი ახლა ქვეყნის სამხრეთზე გადის, სადაც უკრაინელი სამხედროები ხერსონის დეოკუპაციას ცდილობენ, შეტევისთვის ემზადება რუსული არმიაც. ვრცლად იხილეთ აქსწორედ ეს ვითარება შეიძლება ამყარებდეს ანალიტიკოსის პოზიციებს, რადგან ფრონტის ხაზზთან ამ ეტაპზე მოლდოვა უფრო ახლოს არის.
„გამომდინარე იქიდან რასაც ვუყურებთ, მოლდოვა უფრო მეტად სავარაუდო სამიზნეა.ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებით, როგორც ჩანს საქართველო არ არის ამ ეტაპზე პირველადი სამიზნე. გასაგებია, რომ რუსეთის მიზნები წლების წინ დაიწყო, ამას მოწმობს აფხაზეთის ოკუპაციაც, 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომელიც განსაკუთრებული მიზანმიმართულებით გამოირჩეოდა. რუსეთს სურდა მისთვის მნიშვნელოვან, კრიტიკულ ტერიტორიებზე გავლენა მოეპოვებინა. მისი ეს ქმედებები იქნება 2008 წლის აგვისტოს ომი თუ ყირიმის ანექსია საბოლოოდ ერთმანეთთან არის დაკავშირებული,“- ამბობს ბორჩევსკაია.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ელჩის ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 21 პროექტი, 21 წელშიგანახლებული ომის შემდეგ რუსულ ჯარს უკრაინაში დიდი დანაკარგები აქვს, როგორც ტექნიკის ასევე სამხედრო ძალის კუთხით. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი დღეს საქართველოს ოკუპაციას მცირე ძალებით აგრძელებს.
„სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც რუსული ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შედარებით დაბალია. იმ დანაკარგების გათვალისწინებით რაც რუსეთს აქვს უკრაინაში შესაძლოა მათ საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენა ვეღარ შეძლონ. უკრაინაში მიმდინარე ომი მათ სერიოზულად ასუსტებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში რა გავლენა ექნება ამას მეზობელ ქვეყნებზე ამ ეტაპზე უცნობია,“- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს სამხედრო ანალიტიკოს კარლ მალერი.
მაშინ, როცა დასავლელმა პარტნიორებმა აგვისტოს ომის 14 წლის თავის შესახებ განცხადებები 7 აგვისტოს გააკეთეს, საქართველოს მთავრობამ ომის დაწყების დღე 8 აგვისტოს აღნიშნა.
ასევე ნახეთ: საქართველოს მთავრობამ, აგვისტოს ომიდან 14 წელი, 8 აგვისტოს აღნიშნაარადა წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ეს განცხადება წელსაც გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოტო გამოაქვეყნა სადაც ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოა მოხსენიებული.