სი ძინ პინი, ჩინეთის პრეზიდენტი, კოვიდ პანდემიის შემდეგ პირველად დატოვებს ქვეყანას. ის ოფიციალური ვიზიტით ცენტრალურ აზიას ესტუმრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს.
ექსპერტების თქმით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის საზღვრებს მიღმა ვიზიტი აჩვენებს, რომ სი ძინ პინი დარწმუნებულია თავის გავლენასა და ძალაუფლებაში და გამარჯვებაში მომავალ არჩევნებში. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მესამედ იყრის კენჭს ჩინეთის პრეზიდენტობისთვის.
ასევე ნახეთ: "აშშ-ის მხარდაჭერის მტკიცე დემონსტრირებამ განამტკიცა ჩვენი გადაწყვეტილება თავდაცვის შესახებ“, - ტაივანის პრეზიდენტიუკრაინაში მიმდინარე ომის, დასავლეთის ერთობლივი ბრძოლის რუსეთის წინააღმდეგ და ტაივანში არსებული კრიზისის ფონზე, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ოთხშაბათს, უზბეკეთში შეხვდებიან ერთმანეთს.
პუტინი და სი ძინ პინი ერთმანეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. შეხვედრის შესახებ არსებული გეგმები დაადასტურა როგორც რუსეთმა, ისე ჩინეთის სახელმწიფომაც.