მსოფლიოს 170 ქვეყნის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი, „ერთი დღე დედამიწაზე“ გამოდის.
ხვალ, 22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. შეერთებულ შტატებში ამ მოვლენას უამრავი ორგანიზაცია და ბიზნესი ეხმაურება. იმართება კონცერტები, პრემიერები. სუპერმარკეტებში ზოგან მეორადი გადამუშავების და ზოგან ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეკლამირება ხდება.
მსოფლიოს 170 ქვეყნის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი, „ერთი დღე დედამიწაზე“ გამოდის. კინოფილმი სრულიად უნიკალურია. ავტორებმა ის ერთი დღის განმავლობაში, 2010 წლის 10 ოქტომბერს გადაიღეს და მასში მონაწილეობა 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.