მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარების მეორე პაკეტს - $50 მილიონს აძლევს

IMF

მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს (50.4 მილიონ დოლარს) გამოუყოფს კოვიდ-19-ის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად.

ბანკი აცხადებს, რომ სამი უკვე დამტკიცებული სესხიდან ეს მეორეა, რომელიც ქვეყნისთვის დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.

ასევე ნახეთ: საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ


საქართველოს პირველი პაკეტი პანდემიის დაწყებიდან გადაეცა. ის $80-მილიონი იყო და მისი მიზანი ჯანდაცვის სფეროს დახმარება იყო. მესამე ტრანში მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად იქნება გამოყოფილი, რომლებზეც კორონავირუსმა იქონია გავლენა.

საქართველოს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგანაც აქვს დახმარება უკვე მიღებული, ან მას მალე მიიღებს. პანდემიისთვის თავის გართმევაში დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს რამდენიმე დასავლური ქვეყანა უკვე დაეხმარა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც.