მსოფლიო ბანკი: წელს უფრო მეტი ქვეყანა აღმოჩნდება სავალალო მდგომარეობაში 

კოვიდ-19-ის პანდემია გრძელდება და რიგი ქვეყნები კვლავ მკაცრი შეზღუდვებით აგრძელებს ცხოვრებას. ეს კი მსოფლიო ეკონომიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, უფრო მეტად "ღარიბ ქვეყნებზე."

მიმდინარე რეცესიის შესახებ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა, დევიდ მაპლასმა გააკეთა განცხადება. მას მიაჩნია, რომ 2021 წლის განმავლობაში უფრო მეტი ქვეყანა აღმოჩნდება სავალალო მდგომარეობაში. მაპლასი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესია განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ღარიბ ქვეყნებზე, თუმცა არა მხოლოდ მათზე.

ასევე ნახეთ: ბოლო 11 წლის ყველაზე კრიტიკული ბიუჯეტი, მზარდი საგარეო ვალით

"ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს განგაშის ზარია. ჩვენ გვინდა ვიპოვოთ გზები, რომ შევცვალოთ სესხის ტვირთი ისე, რომ მკვეთრად შემცირდეს ვალის ტვირთი ღარიბ ქვეყნებზე," - თქვა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ამ მხრივ აფრიკის ქვეყნებშია.