ინგლისის მეფე პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა

მეფე ჩარლზნი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე, პირველი მეფის სიტყვით წარსდგა. დღის წესრიგში, რომელიც მთავრობის მიერაა შედგენილი, მაგრამ მეფე ჩარლზმა წარუდგინა დეპუტატებს, პრემიერმა რიში სუნაკმა მიანიშნა თავის გამყოფ ხაზზე, ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან.

გეგმა მოიცავს კრიმინალთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდისა და კლიმატის ცვლილების შემცირების გეგმებს.

ეს ქვეყანაში დანიშნულ არჩევნებამდე, შესაძლოა პარლამენტისადმი მეფის ბოლო სიტყვა იყოს.

წინასაარჩევნო გამოკითხვებში, ლეიბორისტები წინ უსწრებენ მმართველ პარტიას. სუნაკის გუნდი კი იმედოვნებს, რომ მისი დღის წესრიგი შეამცირებს განსხვავებას ორ მეტოქე პარტიას შორის.

მეფის გამოსვლაში ცოტა სიახლე იყო. უფრო მეტად ეს იყო კრებული იმ საკითხებისა, რაზეც სუნაკი მუშაობდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრემიერ-მინისტრი გახდა.

"ჩემი მთავრობა, ყველა თვალსაზრისით შეეცდება გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე“, - თქვა მეფე ჩარლზმა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ის სამეფო მოსასახმსა და სახელმწიფო გვირგვინში იყო გამოწყობილი.