საფრანგეთში ხანძარი მძვინვარებს

ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, გირონდეში, დასახლებულ ტერიტორიამდეც ჩააღწია და სახლები გაანადგურა. სტიქიური უბედურების გამო, აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

6,000 ჰექტარზე გაჩენილ ხანძარს 1,000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. მაშველები ე.წ წყლის ბომბებს იყენებენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხდება.

საფრანგეთი, ისევე როგორც, ევროპის უდიდესი ნაწილი, რეკორდული მაჩვენებლის სიცხესა და გვალვას ებრძვის. ამინდის ასეთი ცვლილების გამო, ევროპის ტერიოტორიაზე, პერიოდულად ხანძრები ჩნდება.

საფრანგეთში არსებული ხანძრების სერიოზულობიდან გამომდინარე, მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.

სიცხის გამო გამოწვეულ სტიქიურ უბედურებას ებრძვის პორტუგალიაც. 1,200-მდე მეხანძრე ცდილობს, რომ 280 კილომეტრზე გაჩენილი ხანძარი ჩააქროს კოვილას მთებში.

გასულ კვირას რამდენიმე ხანძარს ებრძოდა ესპანეთი და საბერძნეთიც.