პრეზიდენტი რაფაელ კორეა აცხადებს, რომ ეკვადორის მიერ ვიკილიკსის დამფუძნებლისთვის თავშესაფრის მიცემა, ასანჟის მესამე ქვეყნისთვის გადაცემის გარანტიას გამორიცხავს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩომ ივნისში შეიფარა. ავსტრალიის მოქალაქემ ეკვადორს დახმარება მას მერე სთხოვა, რაც მისი შვედეთში ექსტრადიცია გადაწყდა. შვედეთში ასანჟი სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ფაქტის გამო უნდა დაეკითხათ.
ჯულიან ასანჟი მიიჩნევს, რომ შვედეთს განზრახული აქვს, იგი შეერთებული შტატებს გადასცეს, სადაც მას ათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამჟღავნების გამო პასუხისმგებლობა დაეიკისრება.
მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორის პრეზიდენტისთვის ასანჟის მიერ ჩადენილი საქციელი მიუღებელია, იგი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში, ვიკილიკსის დამფუძნებელს სიკვდილით დასჯიან.
ეკვადორის პრეზიდენტისთვის ასანჟის მიერ ჩადენილი საქციელი მიუღებელია