ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიან ასანჟიმ თავშესაფარი მიიღო


ეკვადორელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთს ლონდონში განლაგებული სალჩოს შტურმით აღების მუქარის გამო ადანაშაულებენ

ეკვადორმა თავშესაფარი მისცა ვიკილიკსის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს. ეს უკანასკნელი ლონდონში განლაგებულ ეკვადორის საელჩოში ორი თვის განმავლობაში აფარებდა თავს და ეკვადორის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვდა.

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. განცხადება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური უთანხმოების განვითარებას მოსდევს.

ეკვადორელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთს ლონდონში განლაგებული სალჩოს შტურმით აღების მუქარის გამო ადანაშაულებენ. ოფიციალურმა ლონდონმა ცოტა ხნის წინ გაფრთხილება გააკეთა, რომ კანონის ძალით ეკვადორის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის გაუქმებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG