ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟმა თავშესაფარი მოითხოვა


“ვიკილიკსის” დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.

ასანჟი შვედეთში ექსტრადიციისგან თავის არიდებას ცდილობს, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.

ავსტრალიის რადიოსთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ შვედეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მას შეერთებულ შტატებში დეპორტაცია ემუქრება.

ჯულიან ასანჟმა შეერთებული შტატების მთავრობის მრისხანება “ვიკილიკსის” ვებგვერდზე ამერიკის საელჩოების საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნების გამო დაიმსახურა.

ეკვადორის მთავრობა ამჟამად ასანჟისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს განიხილავს.
XS
SM
MD
LG