ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მსოფლიოს 20 ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის, კოვიდ-19-ის ვაქცინები გაიღონ. ორგანიზაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინდოეთმა, კოვაქსის ვაქცინის გაზიარების პლატფორმის მთავარმა მიმწოდებელმა თქვა, რომ ადგილობრივ საჭიროებებზე გეგმავდა ფოკუსირებას.
ინდოეთი ასტრა-ზენეკას ვაქცინის ერთ-ერთი მწარმოებელია და შედეგად ეს ნაბიჯი "კოვაქსის" პლატფორმის მიმწოდებლებზე აისახება. გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ინდოეთის ეს გადაწყვეტილება გასაგებია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დელისთან ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების დასაბალანსებლად.
ასევე ნახეთ: ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, აშშ-ში შესაძლოა 1.27 მილიონი ადამიანი გარდაცვლილიყო - მკვლევარებიტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ პლატფორმა 10 მილიონ ვაქცინას საჭიროებს, ჯანდაცვის მუშაკებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის.
„კოვაქსი მზადაა მიწოდებისთვის, თუმცა რაც არ გვაქვს იმას ვერ მივაწოდებთ. ორმხრივი შეთანხმებები, ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ვაქცინის ნაციონალიზმი და ვაქცინის დიპლომატია იწვევს ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნაში უწონასწორობას და შეფერხებებს“, - განაცხადა მან. „10 მილიონი დოზა ბევრი და საკმარისი არაა“.
ასევე ნახეთ: კაპიტალიზმმა და სიხარბემ ბრიტანეთს ვაქცინა მოუტანა - პრემიერი ჯონსონიამ დრომდე „კოვაქსის“ პლატფორმამ 61 ქვეყანას სხვადასხვა ვაქცინის 32 მილიონი დოზა მიაწოდა, თუმცა 36 ქვეყანა კლავ ელის მას.