მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კოვიდ-19-ის პანდემიამდე, არც ერთ კრიზისს არ წარმოუჩენია რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა გაერო.
ტედროს გებრეისუსმა ამის შესახებ, ჟენევის გაეროს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაეროს საიუბილეო 75-ე გენერალური ასამბლეა, პანდემიის ფონზე, თითქმის სრულად ონლაინ რეჟიმში იმართება.
ასევე ნახეთ: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ანახლებსგებრეისუსს, გაერთანებული ერების ორგანიზაციის წევრებისთვის, სამი ძირითადი გზავნილი აქვს:
"თავდაპირველად, პანდემიამ კიდევ უფრო მოტივირებული უნდა გაგვხადოს, ჩვენი მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესასრულებლად. მეორე, შემდეგი პანდემიისთვის, ახლა უნდა მოვემზადოთ და მესამე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თანასწორი წვდომა დიაგნოსტიკაზე, თერაპიასა და ვაქცინებზე" - აცხადებს გებრესიუსი.
ასევე ნახეთ: გაიკეთებდით თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას?ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 31 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 965 000-ზე მეტი გარდაცვლილია. აშშ, ინფიცირების და გარდაცვალების პირდაპირი მაჩვენებლით ლიდერ პოზიციაზეა - 6,8 მილიონი დადასტურებული ინფიცირებით და 200 000 გარდაცვალებით.