ობამა და რომნი თეთრ სახლში შეხვდებიან

პრეზიდენტის რესპუბლიკელ ლიდერთან შეხვედრა იდეების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის გამოხატულება იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში მის ყოფილ რესპუბლიკელ ოპონენტს, მიტ რომნის ხუთშაბათს სადილზე შეხვდება. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი არჩევნებში დაამარცხა.

საუბრის ერთ-ერთი თემა „ფისკალური უფსკრული" და ფინანსური კრიზისი იქნება, რაც გადასახადების შემცირების და სამთავრობო ხარჯების საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენთა უკომპრომისო მიდგომამ განაპირობა.

14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ მიტ რომნისთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, რესპუბლიკელ ლიდერთან შეხვედრა იდეების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის გამოხატულება იქნება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრესა არ დაიშვება.