ანონიმმა წყარომ ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსს" გაანდო. მოლაპარაკებები თითქმის 3 წელია მიმდინარეობს
თეთრი სახლი გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" დაბეჭდილი ინფორმაციის სისწორეს უარყოფს, რომელიც ამერიკასა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირისპირ მოლაპარაკების შეთანხმებას ეხება.
გაზეთში ინფორმაცია ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაკეთდა, რომელმაც არ ისურვა თავისი სახელის გამჟღავნება. ამ წყაროზე დაყრდნობით, ირანსა და აშშ-ს შორის ინტენსიური ფარული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2009 წლიდან, ობამას ხელისუფლებაში მოსვლიდან მიმდინარეობს.
ირანი, თავის მხრივ აშშ არჩევნების შედეგებს დაელოდება, სადაც უნდა გადაწყდეს თუ ვისთან მოუწევს მას მოლაპარაკებების გაგრძელება- აცხადებს ანონიმური წყარო.