პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეიტლებით, ამერიკამ სირიიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანა დაიწყო. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) სირიაში დაამარცხა.
სირიელი ქურთები ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასვლის შესახებ შეშფოთებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ამერიკის უეცარი გასვლა სირიიდან საშუალებას მისცემს თურქეთს მისი დიდი ხნის მუქარა შეასრულოს და სირიელ ქურთებზე თავდასხმები განახორციელოს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამერიკის გასვლამ შესაძლოა სირიაში "ძალის ვაკუუმი" შექმნას და იქ კონტროლის დამყარებას სხვა ძალები შეეცდებიან.
ქურთების მიერ მართული "სირიის დემოკრატიული ძალები" ხუთშაბათს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ამერიკის გასვლა ცუდად აისახება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაზე და შესაძლოა ამან ტერორისტულ დაჯგუფებას მისცეს საშუალება ძალები აღიდგინოს და მოიკრიბოს.
რუსული მხარე ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს აჩენს კონფლიქტისა და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობებს.
ტრამპის ადმინისტრაციას ჯარების გამოყვანის შესახებ მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნეს, რომ ამერიკა კვლავ აქტიურად იქნება კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული.
ბრიტანეთის ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ჯარების გაყვანის ალბათობის შესახებ იცოდნენ, ტრამპის "ტვიტი" მაინც მოულოდნელობა იყო. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ტობიას ელვუდი ამბობს, რომ "მტკიცედ არ ეთანხმება" ტრამპის შეფასებას იმის შესახებ, რომ ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია.