აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერების დიდმა ნაწილმა უკვე მიულოცა. ვლადიმირ პუტინი კი დუმს. 9 ნოემბერს, ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოვლინიდან ორი დღის შემდეგ, პუტინის პრესსპიკერმა თქვა, რომ კრემლი არჩევნების შედეგების „ოფიციალურ გამოცხადებას“ დაელოდება.
კრემლის ამჟამინდელი გადაწყვეტილება დაელოდოს „შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას“ სრულიად განსხვავდება 2016 წლის რეაქციისგან. ოთხი წლის წინ, ვლადიმირ პუტინი მსოფლიო ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ მიულოცა, რაც მედიამ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი თეთრ სახლში გადასვლას გეგმავს, ტრამპი კი შედეგებს არ აღიარებსკრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 2016 და 2020 წლის მოვლენებს შორის განსხვავება „სრულიად ნათელია.“ პესკოვმა ხაზი გასუსვა დონალდ ტრამპის განცხადებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ. დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს.
ვლადიმირ პუტინი მუდამ იმეორებს, რომ ის პირველი იყო, ვინც 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშთან სატელეფონო საუბარი გამართა; ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა, 2016 წელს, დონალდ ტრამპს გამარჯვება - ამ ყველაფრის ფონზე, არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება, თუ მისი ამჟამინდელი პოზიციის მიღმა, მცირე მიზეზებზე მეტის დანახვას არ შევეცდებით.
წარმგიდგენთ ხუთ მიზეზს, რატომ შეიძლება ყოყმანობდეს მოსკოვი.
„დათესე ეჭვი“
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების თანახმად, 2016 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის სავარაუდო ჩარევის მიზანი აშშ-ის საარჩევნო სისტემისა და თავად ამერიკული დემოკრატიისადმი ნდობის შელახვა იყო.
მოსკოვსა და ვაშინტონს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, როგორც ჩანს, კრემლსა და მის მიერ მართული მედიას, ამჯერადაც იგივე მიზნები ამოძრავებს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის გენერალური პროკურორი საარჩევნო დარღვევების გამოძიების ნებართვას გასცემს9 ნოემბერს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა პირმა, მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ფოსტით ხმის მიცემა „შესაძლო გაყალბებისთვის, უდიდეს სივრცეს ტოვებს.“
აქამდე ცნობილია პუტინის განაცხადი იმის შესახებ, რომ კრემლი მზად არის არჩევნებში გამარჯვებულთან იმუშაოს. სწორედ ამ პოზიციის გაჟღერების შემდეგ, კრემლის პრესსპიკერმა განაცხდა, რომ „მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოფიციალურ შედეგებს დაველოდოთ.“
როგორც მინიმუმ, პუტინის დუმილი, ერთის მხრივ, მცდელობაა გონივრულად გამოიყურობოდეს, მეორეს მხრივ, კრემლის მიერ კონტროლირებული მედია და ერთგული პოლიტიკოსები, აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ ეჭვების გაჩენას ცდილობენ - როგორც რუსულ აუდიტორიაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა.
„დაიცავი წესები“
მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის, არასასრუველი პოლიტიკური ოპონენტების მოწამვლისა და სხვა მრავალი მსგავსი ნაბიჯის ფონზე, რის გამოც საერთაშრისო საზოგადოება რუსეთს სანქციებს უწესებს, კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ თამაშის წესებს იცავს.
ის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სახელდობრ სირიაში, მისი სამხედრო მოქმედებები და ყოფნა ლეგალურია, რადგან მას პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობისგან ფორმალური თანხმობა აქვს. კრემლის პოზიციით, იქ უკანონოდ აშშ-ის ძალები იმყოფებოდა მიწვევის გარეშე.
ასევე ნახეთ: მსოფლიოს ლიდერები ბაიდენს და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენპუტინი, წესებით მოთამაშის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს საშინაო ასპარეზზეც. ორი ათწლეულის განმავლობაში პრეზიდენტობის დროს, კონსტიტუციის დარღვევის თავიდან არიდების მიზნით, 2008-2012 წლებში პოსტი დათმო. თუმცა, მიმდინარე წელს განხორციელებული ძირეული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მას კვლავ შეეძლება პრეზიდნეტობითვის კენჭი იყაროს 2024 და 2030 წლებში.
ამრიგად, რამდენადაც არადამაჯერებლად არ უნდა ჩანდეს ეს არგუმენტი, კრემლს შეუძლია თქვას და ფაქტობრივად, ამას ამტკიცებს კიდეც - „ოფიციალური შედეგებისთვის დალოდებით“ ის წესებს იცავს. ის „წესებს იცავს,“ როცა არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენს გამარჯვება არ ულოცავს.
„აჩვენე ერთგულება“
მოსკოვი მეგობრებს, მოკავშირეებს, ან მხარდამჭერებს ზურგს არ აქცევს - ეს არის ის, რის ჩვენებასაც ვლადიმირ პუტინი ცდილობს. განსაკუთრებით ძალისხმევის ფონზე, როცა ცდილობს რუსეთის გლობალური გავლენა გაზარდოს და აშშ-ის ალტერნატივად წარმოაჩინოს.
შესაძლოა კრემლის მიდგომა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებთან დაკავშირებით, ამითაც იხსნებოდეს.
ასევე ნახეთ: ტრამპის კამპანია სარჩელების შეტანას აგრძელებსსხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, მათ შორის, იმის, რომ პუტინი არ აღიარებს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობას; მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის დადებული პირობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ არ შესრულდა, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურეს.
ამრიგად, პუტინისთვის ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, განსაკუთრებით იმის საჩვენებლად, თითქოს რუსეთი საიმედო მოთამაშეა და პარტნიორს ზეწოლის წინაშე მარტო არ ტოვებს. პუტინისთვის ამის დემონსტრირება მნიშვნბელოვანია, როგორც თავად რუსი ხალხისთვის, ასევე იმ ქვეყნების ლიდერებისთვის, ვინც ჯერ კიდევ რუსულ ორბიტაზე რჩებიან.
„პერსონალური და პოლიტიკური“
რამდენიმე თვალსაჩინო ნიშანი არსებობს იმისა, რომ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის ძლიერი პერსონალური მტრობა არსებობს. ამის მაგალითად 2011 წელს, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მოსკოვში ვიზიტიც გამოდგება. ვიზიტის შემდეგ, ბაიდენმა „ნიუ-იორკერთან“ საინტერესო პასაჟზე ისაუბრა.
ასევე ნახეთ: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს" - ბაიდენის მიდგომა რუსეთთან„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თვალებში გიყურებთ და არ ვფიქრობ, რომ სული გაქვთ“ - ეს არის სიტყვები, რომლებიც ბაიდენის თქმით, მან ვლადიმირ პუტინს უთხრა. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება, აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის სიტყვების, როცა მან თქვა, რომ პუტინის თვალებში მისი სული დაინახა.
პერსონალური შეფასებების მიღმა, ბაიდენის მოსკოვში ვიზიტი მნიშვნელოვანი მკაცრი პოლტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა. ვიცე-პრეზიდენტმა მაშინ ხაზგასმით ისაუბრა რუსეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე - დემონსტრანტების ცემასა და დაკავებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, მძიმე საინვესტიციო კლიმატზე, ხოდორკოვსკისა და მაგნიტსკის საქმეებზე. სწორედ მაგნიტსკის საქმე იქცა ობამას ადმინისტრაციასა და კრემლს შორის, ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.
"დასაკარგი არაფრია?"
აშშ-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სცადა.
ასევე ნახეთ: ბაიდენს პრეზიდენტობა ისტორიული გამოწვევების პირისპირ მოუწევსმიუხედავად ამისა, არსებობს შეხედულება, შესაძლოა იყოს სფეროები, სადაც ორ ქვეყანას თანამშრომლობა შეუძლია. მუხედავად განცდისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ნაკლებად ტოქსიკური თემა გახდეს ვაშინგტონისთვის, ვერც ერთი მხარე ვერ ხედავს დათბობის პერსპექტივას.
შედეგად, პუტინი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ როცა საქმე არჩევნების შედეგებს ეხება, მას დასაკარგი არაფერი აქვს.