სუპერ სამშაბათი არის ამერიკის საარჩევნო სისტემაში, ორივე პარტიიდან, საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრის, ე.წ. პრაიმერის ყველაზე დიდი დღე, ვინაიდან რამდენიმე შტატში კანდიდატებს ერთდროულად ირჩევენ. სუპერ სამშაბათი ერთ ფიქსირებულ დღეს არ ტარდება, მაგალითად, წელს ის 5 მარტს იმართება.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი ორ ყველაზე დასახლებულ შტატში, ტეხასსა და კალიფორნიაში ტარდება. პარტია ასევე მართავს კენჭისყრას კიდევ 13 შტატში: ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კოლორადოში, მეინში, მასაჩუსეტსში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, იუტაში, ვერმონტში, ვირჯინიასა და ამერიკის სამოაში.
დღეს წყდება, კანდიდატობის მოსაპოვებლად საჭირო დელეგატების სრული რაოდენობის 30%-ის ბედი. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი საზეიმოდ ირჩევა რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე მილოუკიში, ვისკონსინის შტატში.
ასევე ნახეთ: ამერიკაში, “სუპერ სამშაბათს”, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კენჭიყრის შედეგებს, ყველაზე მეტად ელოდებიანდემოკრატები ასევე ატარებენ კენჭისყრას, ამ 15 შტატიდან 14-ში, პლუს ამერიკის სამოაში. ალასკაში რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, დემოკრატიული პარტიის პრაიმერი 6 აპრილს გაიმართება.
ასევე ნახეთ: "სუპერ სამშაბათს", ნომინაციისთვის კრიტიკულ ბრძოლაში ტრამპი ლიდერობსსამშაბათი ასევე ბოლო დღეა აიოვას დემოკრატებისთვის, რათა ფოსტით გაგზავნონ თავიანთი ბიულეტენები ამ შტატის ნომინაციის კონკურსში კანდიდატის ასარჩევად. ამავე დღეს გამოქვეყნდება კენჭისყრის შედეგებიც.