კრემლი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს სანქციების დაწესებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. დასავლეთში, ნავალნის დაკავების გამო, მოსკოვისთვის ახალი სანქციების წყების დაწესება განიხილება.
დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია სავარაუდოდ განაცხადებს კომპანიების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას ეხმარება და რომელთა მიზანიც რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებაა. ამ ნაბიჯს შესაძლოა დამატებითი სანქციებიც მოჰყვეს.
ასევე ნახეთ: კრემლი: ევროპული სასამართლოს მიერ ნავალნის გათავისუფლების მოწოდება მიუღებელიაევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ მარტში ევროკავშირი აქტივებს გაუყინავს და სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ პირებს, ნავალნის დაკავების საპასუხოდ.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგების საღი აზრის მიდგომა გაიმარჯვებს ამ სიტუაციაში და არ გავუყვებით სანქციების ზეწოლის გზას, რომელიც უკვე განმეორებით აჩვენებს, რომ არაეფექტურია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვმა ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
კრემლი ამბობს, რომ ეს მოწოდებები მის შიდა საქმეებში ჩარევაა. ნავალნის დაკავებას რუსეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ასევე ნახეთ: რუსეთი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა გაითვალისწინოსნავალნი გასულ თვეში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. სასამართლომ მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევისთვის 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიაში ნავალნი მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. გერმანიის მხარის დასკვნით, ის საბჭოთა კავშირში შექმნილი, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი ბრალს მისი მკვლელობის მცდელობაში კრემლს სდებს. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.