საქართველოს მთავრობის და პარლამენტარების წევრებისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვევა
დღეს შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავარი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი და პარლამენტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი.
დელეგაციის წევრები მონაწილეობას მაღალი რანგის შეხვედრებში მიიღებენ. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მაია ფანჯიკიძის შეხვედრები შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის მიერ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის - თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის - შემაჯამებელი შეხვედრის დაგეგმვას.
დელეგაცია შეერთებულ შტატებს 19 ივლისს დატოვებს. მანამდე კი მისი წევრები რამდენიმე კვლევითი ცენტრის, მათ შორის “ბრუკინგსის ინსტიტუტის” და “ მშვიდობის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწრებიან.