ორპარტიული ჯგუფი ქვეყნის ფინანსური მომავლითან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმუშავებს
Washington Week ahead
6129519
ამერიკის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის ფინანსური მომავალთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმუშავებს. ჯგუფში წარმოდგენილი არიან როგორც წარმომადგენეთა პალატის წევრები, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, ასევე სენატორები, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.
სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პეტი მურეი აცხადებს, რომ ამ ჯგუფს გაცილებით დიდი დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ საბიუჯეტო საკითხების განხილვა:
„ამერიკელ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ კონგრესში ერთმანეთთან მუშაობა და იმაზე ზრუნვა შეგვიძლია, რომ ეკონომიკა ვითარდება და ამერიკაში სამუშაო ადგილები იქმნება.“
ამ განცხადებას წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პოლ რაიანის გამოხმაურება მოჰყვა:
„ჩვენი მიზანია ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ ვიმსახუროთ, ვაკონტროლოთ ჩვენი ვალი, შევამციროთ დეფიციტი და ეკონომიკის განვითარებას ხელი შევუწყოთ, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა დაიწყოს.“
ორპარტიული ჯგუფის შექმნა საკანონმდებლო აქტით იქნა მოთხოვნილი, რომლის მიღების შემდეგაც კონგრესმა ამერიკის მთავრობის დაფინანსების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ამერიკის მთავრობა ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ გათიშული იყო. ორპარტიულ ჯგუფს დეკემბრის შუა რიცხვებამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საბიუჯეტო დავა გადაწყვიტოს და ორივე პალატისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.
დემოკრატები, მათ შორის, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, შიდა პრიორიტეტებისთვის მეტ დაფინანსებას ითხოვენ. პრეზიდენტის თქმით:
„რა დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას, რა შექმნის სამუშაო ადგილებს, რა გააძლიერებს ჩვენს საშუალო ფენას, რა შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობებს - სწორედ ამ მიმართულებებში უნდა ჩავდოთ ფული.“
რესპუბლიკელებს საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ამბობს:
„პრობლემა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაზე ჯერ ისევ გადაუჭრელია - ჩვენ იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე შემოსავალი გვაქვს.“
თუ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მოხერხდა, ამერიკის მთავრობას იანვარში კვლავ დახურვა ელოდება, რადგან კონგრესმა მთავრობას ფულის დახარჯვის უფლებამოსილება იანვრამდე მისცა. პოლიტიკური სპექტრის არც ერთ მხარეს უკვე მეორედ მთავრობის დახურვა არ სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით იმის ნიშნები არ ჩანს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.