„ვაშინგტონ პოსტმა“ სულ მცირე 250,000 გამომწერი, მისი ციფრული გამოცემის მიმდევართა დაახლოებით 10 პროცენტი დაკარგა პარასკევის შემდეგ, როდესაც გამოაქვეყნა, რომ არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერას არ გამოუცხადებდა.
გაზეთმა ეს ციფრი ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ გაზეთშივე გამოქვეყნებული მასალა ციტირებდა დოკუმენტებს და ორ უცნობ წყაროს, რომელიც ციფრებს იცნობდა.
ასევე ნახეთ: ჰარისსა და ტრამპს შორის მარათონის ბოლო კვირა დაიწყოკანდიდატისთვის მხარდაჭერის არგამოცხადებამ, გასულ კვირაში ათასობით გამომწერი დააკარგინა „ლოს- ანჯელეს თაიმსსაც“, თუმცა მისი დანაკარგები „ვაშინგტონი პოსტის“ დონემდე არ მისულა.
ჟურნალისტიკის ისტორიკოსმა ჯონ მარშალმა თქვა, რომ გაუჭირდა გამომწერების მსგავსი რეაქციის გახსენება, თუმცა 1957 წელს „არკანზასის გაზეთის“ ბოიკოტმა, გამოცემას დღევანდელ კურსზე გადათვლით 20 მილიონი დოლარი აზარალა. იმ დროს, გამოცემას ბოიკოტი ლითლ როკის სკოლებში რასობრივი ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის გამოუცხადეს.
„ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იწვევს აღქმას, რომ გაზეთი მიკერძოებულია, თუმცა სინამდვილეში მცირე გავლენა აქვს იმაზე, თუ მკითხველები ხმას ვის აძლევენ. მან თქვა, მხოლოდ იმას ნანობს, რომ გადაწყვეტილების შესხებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც არჩევნების დღე უკვე ახლოა და ვნებათაღელვა მაღალ დონეზეა.
როგორც იუწყებიან, გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ დემოკრატ ჰარისის მხარდასაჭერი განცხადება მოამზადა.
„შეიძლება ბევრმა დაივიწყოს, რომ გაზეთი ჰარისის მხარდასაჭერი განცხადებისთვის იყო მზად, მაგრა ცოტას დაავიწყდება გადაწყვეტილება, ეს არ გამოქვეყნებულიყო“, დაწერა „ვაშინგტონ პოსტის“ მედიის კრიტიკოსმა ერიკ ვემპლმა.