დღეს, ვარშავაში დაიწყო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე, რომელსაც პოლონეთი და აშშ მასპინძლობს.
დღის წესრიგის დიდი ნაწილი ბუნდოვანი რჩება, რაც ეჭვებს ბადებს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს კონფერენციამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაპირველად განაცხადა, რომ კონფერენციის აქცენტი ირანი იქნებოდა, თუმცა ორგანიზატორებმა მუშაობის ფორმატი გააფართოვეს და მასში ისეთი საკითხები ჩართეს, როგორიცაა ისრაელ-პალესტინელების დაპირისპირება და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა სირიასა და იემენში.
კონფერენციაში 60-მდე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი და გერმანია, მონაწილეობს.