მოსკოვში ხვალ წინააღმდეგობრივი სამშვიდობო მოლაპარაკება იწყება. მას თალიბანის და ავღანეთის ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან. რუსეთში არ იმყოფებიან ქაბულის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვში დაგეგმილი ორდღიანი მოლაპარაკება კიდევ უფრო დაასუსტებს პრეზიდენტ აშრაფ ღანის ეროვნული ერთობის მთავრობას. ე.წ. ინტერ-ავღანურ შეხვედრას, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა შეერთებული შტატების განცხადება ავღანეთში, თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე. ოფიციალური ქაბული არც ამ მოლაპარაკებაში იღებდა მონაწილეობას.
თალიბანი უარს ამბობს აშრაფ ღანის ადმინისტრაციასთან პირისპირ საუბარზე. დაჯგუფების მეთაურები ავღანეთის პოლიტიკურ ლიდერებს ამერიკელთა "მარიონეტებს" უწოდებენ.
Facebook Forum