დაქირავებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისკენ ალიანსის დესტაბილიზაციისთვის არიან გადაყვანილნი - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა.
"ვაგნერის" მებრძოლებმა ბელარუსის ეროვნული არმიის წვრთნა დაიწყეს. პოლონეთმა კი 1000-მდე ჯარისკაცი საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანა. სამშაბათს ვარშავამ მინსკი საჰაერო სივრცის ვერტმფრენით დარღვევაშიც დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ: "ვაგნერი" - წარმომავლობა და საქმიანობა"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პროვოკაციების რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან აღმოსავლეთ პოლონეთში შეხვედრის შემდეგ. "ვაგნერის ჯგუფი უკიდურესად საშიშია და ისინი აღმოსავლეთის ფლანგისკენ მისი დესტაბილიზაციისთვისაა გადასროლილი", - განმარტა მან.
პოლიტიკოსები პოლონეთში, ბელარუსისა და კალინინგრადის ექსკლავს შორის მდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. ნაუსედამ თქვა, რომ "ვაგნერის" მებრძოლების რაოდენობა ბელარუსში შეიძლება 4 000-ზე მეტი იყოს.
"ჩვენ ამ ღონისძიებებზე არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ასევე იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს თუ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, მათ შორის ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის თაობაზეც", - განაცხადა ნაუსედამ. "ეს უნდა გაკეთდეს კოორდინირებულად, პოლონეთს, ლიეტუვასა დ ალატვიას შორის".
ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების საშუალებას აძლევს, თუმცა ოფიციალურად მისი ჯარი ომში არ მონაწილეობს.