სირიის მთავრობა გაგებით მოეკიდა გაეროს გადაწყვეტილებას და ძალადობაში "ტერორისტები" დაადანაშაულა
სირიაში მზარდმა ძალადობამ აიძულა გაეროს დამკვირვებლები მისია დროებით შეეჩერებინათ. თუმცა მისიის ხელმძღვანელი გენერალ მაიორი რობერტ მუდი აცხადებს, რომ დამკვირვებლები ქვეყნიდან არ გავლენ და ადგილზე დარჩებიან.
სტამბოლში შეკრებილმა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიის შეჩერება მათთვის უცხო არ ყოფილა.
სირიის მთავრობაც "გაგებით" მოეკიდა გაეროს ამ გადაწყვეტილებას და პასუხად, ძალადობაში "ტერორისტები" დაადანაშაულა.
ამ ფონზე, ინეტრნეტით გავრცელდა სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნათლად მოსჩანს დამასკოს და ჰომსის გარეუბანში მომხდარი ბრძოლებისა და დაბომბვის შედეგად განვითარებული ძალადობა. სირიელი აქტივისტების განცხადებით, შაბათს მომხდარ შეტაკებებში 50 ადამიანი დაიღუპა.