პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

Pakistani Prime Minister Yousuf Raza Gilani (file photo)

სასამართლომ პრემიერ მინისტრის იუსუფ რაზა გილანის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ მინისტრის იუსუფ რაზა გილანის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სავარაუდოდ, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ახალი ეტაპის დაწყების ტოლაფასია.

უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენი რამდენიმე თვის წინ სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა. სასამართლომ გილანის დაუმორჩილებლობაში დასდო ბრალი, რადგანაც გილანიმ უარი განაცხადა პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდების გამოძიებაზე.
პრემიერ მინისტრმა უარი განაცხადა გადადგომაზე, მიუხედავად აპრილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პეტიციის შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ მკაცრი ნაბიჯი გადადგა.