ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ მინისტრის სასამართლო პროცესი


პაკისტანის პრემიერ მინისტრი იუსუფ რაზა გილანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტის საქმეს ქვეყნის უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, ხუთშაბათს განიხილავს.

პროკურატურამ პრემიერ მინისტრს ბრალი სასამართლოს დაუმორჩილებაში თებერვალში წაუყენა. გილანი უარს აცხადებს პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებული ძველი ბრალდების გამოძიებაზე. მისი თქმით, ვიდრე ზარდარის პრეზიდენტის პოსტი უკვაია, მასზე იმუნიტეტი ვრცელდება.

გილანის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ მისი კლიენტის პროცესზე პირადად გამოცხადება მოითხოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ მინისტრს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობიდან მოხსნა ემუქრება. გილანი თავს უდანაშაულოდ სცნობს.

XS
SM
MD
LG