ნიგერიის ჩრდილოეთში ეჭვმიტანილმა მეამბოხეებმა უდანაშაულო ადამიანები სიკვდილით დასაჯეს
ეჭვმიტანილმა მეამბოხეებმა ნიგერიის ბორნოს შტატში, სოფელ ჩიბოკში დარბევის დროს 10 ქრისტიანი მოკლეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებული პირები სოფელში შაბათს გვიან ღამით შეიჭრნენ და ქრისტიანულ მოსახლეობაზე მიიტანეს იერიში. თვითმხილველების განცხადებით, მეამბოხეებმა ყელი გამოჭრეს მათ და საცხოვრებელი სახლებიც გადაუწვეს.
ნიგერიის ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ ამ თავდასხმის დეტალებს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი რადიკალური ისლამური დაჯგუფება-ბოკო ჰარამის ნამოქმედარია.
უფლებადამცველები ბოკო ჰარამს 2009 წლის შემდეგ 3000 ადამიანის მოკვლაში სდებენ ბრალს. ამ დაჯგუფების სამიზნეები პოლიციის განყოფილებები და ქრისტიანული ეკლესიებია.