ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ნიგერიაში


ეკლესიაში მოხმდარი თავდასხმისას ხუთი ადამაინი დაიღუპა

ნიგერიელი სამხედროების განცხადებით, სამხედრო ბაზაზე მდებარე ეკლესიაში აფეთქება მოხდა. სააგენტო „როიტერს“ ნიგერიელმა სამხედრომ განუცხადა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიებზე და სოფლებზე იერიშებს ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამი ახორციელებს. ისლამისტი ამბოხებულები ნიგერიაში ხელისუფლების დასამხობად და შარიათის კანონების დასადგენად იბრძვიან.
XS
SM
MD
LG