ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ნიგერიაში სისხლისღვრაა


"ბოკო ჰარამს" 1,400 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

ჩრდილოეთ ნიგერიაში თვითმხილველთა განცხადებით, ჯარისკაცებმა ქალაქ მაიდუგურიში მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტეს. დაღუპულია 30 ადამიანი.

ჟურნალისტებისა და ექიმების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა რიგითი მოქალაქეა, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც ჯარისკაცებმა ცეცხლი წაუკიდეს.

მოქალაქეების განცხადებით, ძალადობა ორშაბათს დაიწყო, როდესაც პატრულის მანქანის აფეთქების შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა.

სამხედროები არ ადასტურებენ მომხდარ ფაქტს. მაიდუგური ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფების „ბოკო ჰარამის" ცენტრია, რომელსაც ბოლო წლებში 1,400 ადამიანის მოკვლა ედება ბრალად.
XS
SM
MD
LG