დამატებითი სანქციები ირანის წინააღმდეგ

Iran / Oil / Sanctions

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა. ეს ზომები შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს ირანიდან ნავთობის იმპორტი.

წერილობით მიმართვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა სანქციების გამკაცრებას, და დამატებითი წნეხის განხორციელებას ირანზე. ამ გზით ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა შეფერხდეს.

გაეროს 5+1 ჯგუფი, რომელშიც აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია შედიან, მომავალ კვირას მოსკოვში შეხვედრას გეგმავს.