შეხვედრის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა
პაპი ბენედიქტე XVI იმ სამ გადამდგარ კარდინალს შეხვდა, რომლებიც ვატიკანის დოკუმენტების გამჟღავნების საქმეს სწავლობენ. ამ დოკუმენტების გახმაურებამ კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ახადა ფარდა.
პაპი სამივე კარდინალს შაბათს შუადღეზე შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
სკანდალი შარშან იანვარში მოხდა, როდესაც იტალიელ ჟურნალისტს ვატინაკის ადმინისტრატორის მიერ პაპის მისამართით მიწერილი ბარათები ჩაუვარდა ხელში. წერილებში ადმინისტრატორი პაპს, მის მიერ კორუფციის გამომჟღავნების მიუხედავად, სთხოვდა თანამდებობაზე დაეტოვებინა. არქიეპისკოპოსი კარლო მარია ვიგანოს თანამდებობა მას შემდეგ მართლაც დაატოვებინეს, და ახლა ის ვატიკანის ელჩია ვაშინგტონში.