ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი სამხრეთ ამერიკისკენ მიემგზავრება


რომის პაპი, ბენედიქტე მე-16 სამხრეთ ამერიკისკენ მიემგზავრება. ის ლათინური ამერიკის ქვეყნებს, მექსიკას და კუბას ესტუმრება. 84 წლის კათოლიკეთა სასულიერო ლიდერი ვატიკანის ექიმების რჩევით მეხიკოს მაღალმთიან რეგიონს მოერიდება და ვიზიტს დედაქალაქიდან ასობით ათასი კილომეტრით დაცილებული გვანახიატოდან დაიწყებს.

რომის პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რამდენიმე ათასი პოლიციელის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლის საშუალებით განხორციელდება. მეხიკოს შემდეგ კათოლიკეთა წინამძღვარი კუბაში ქალაქ სანტიაგოს ეწვევა და წმიდა ადგილებს მოინახულებს.

XS
SM
MD
LG