რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა იმისათვის, რათა მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ რუსეთი დიდი ევრაზიული კავშირის შექმნას ცდილობს. განცხადება დღეს ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვლადიმირ პუტინმა ვირტუალური ჩართვის დროს გააკეთა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთის მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნების გაერთიანება შეძლოს და ჩამოაყალიბოს ახალი ერთობა. დღეს, პუტინს არ დაუკონკრეტებია, რა როლი უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას და რა არის რუსეთის მიზანი.
გაეროში გამოსვლის დროს ვლადიმირ პუტინმა არასრულყოფილად, რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის პრეზენტაციაც გამართა. პუტინმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას მესამე დასკვნითი შემოწმება არ გაუვლია, ის ძალიან ეფექტურია.
ასევე ნახეთ: კრემლის ჰაკერები კოვიდ19-ის ვაქცინის მოპარვას ცდილობენ"ექიმების და მეცნიერების აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთმა შეძლო და შეიმუშავა ძალიან ეფექტური ვაქცინა. "სპუტნიკ 5" ეს არის ძალიან ეფექტური და მსოფლიოში პირველი ვაქცინა კოვიდ19-თან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის და თანამშრომლობის სურვილი გვაქვს. ჩვენ ვთავაზობთ დაინტერესებულ ქვეყნებს ონლაინ კონფერენციებს, სადაც ჩვენი სპეციალისტები მათ დაეხმარებიან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში. ჩვენ მზად ვართ ყველა ორგანიზაციასა თუ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის და მზად ვართ, რომ ისინი რუსული ვაქცინით მოვამარაგოთ, რაც სანდო, უსაფრთხო და ეფექტურია,"- თქვა პუტინმა გაეროში გამოსვლის დროს.
ასევე ნახეთ: ქოლგიდან, ფინჯან ჩაიმდე - „КГБ“ როგორც საწამლავების საწარმოვლადიმირ პუტინმა გაეროში ვირტუალური ჩართვის დროს თქვა, რომ დროულად უნდა მოხდეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელსეკრულების განახლება.
"უპირველესი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც დაუყონებლივ უნდა მოგვარდეს არის ის, რომ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ვადა მალე ეწურება, 2021 წლის თებერვალში. ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად,"- თქვა პუტინმა.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნადღესვე რუსეთის პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ვრცლად ისაუბრა კოვიდ19-ის პანდემიის შესახებ. ის ამბობს, რომ ეს დიდი გამოწვევაა ქვეყნებისა და მსოფლიოს წინაშე.
"ამ ვირუსმა ბევრი პრობლემა შექმნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ასიათასობით სიცოცხლე დავკარგეთ. საჭირო გახდა კარანტინის დაწესება, საზღვრების დახურვა, რამაც დამატებითი ეკონომიკური პრობლემები წარმოშვა. განსაკუთრებით დაზარალდა ეკონომიკის სფერო. გლობალური ეკონომიკის აღდგენას მართლაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება,"- თქვა ვლადიმირ პუტინმა.