12 დღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდებოდა, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპოზიცია კვლავ გააქტიურდა. როგორც ჩანს, გასული თვის საპარლამენტო არჩევნების საპროტესტო მუხტი არ განელებულა. ოპოზოციის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ რიჟკოვი, მცირედი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მუშაობას და პირველივე დღეს 5 ინტერვიუ მისცა მედიას, სადაც კრემლის მიმართულებით მსვლელობისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას. მსვლელობას სულ მხარს უჭერს 15 000 ადამიანი, რომლებმაც სოციალური ქსელების და ფეისბუკის საშუალებით აქციაზე დასწრების სურვილი გამოთქვა.