აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი ამბობს, რომ ვაშინგტონი, ისევე როგორც მისი ევროპელი პარტნიორები, გააგრძელებენ ბელარუსის მთავრობაზე ზეწოლას. ამის მიზანი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის დასრულება და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ მათ აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.
ასევე ნახეთ: ციხანუსკაია "ამერიკის ხმასთან" - ბელარუსი ხალხი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდებაბიგანი "რადიო თავიაუფლებას" ტელეფონით ესაუბრა 1 სექტემბერს. მან გაფრთილება გააჟღერა, რომ რუსეთის სამხედრო ჩარევა ბელარუსში "ძალიან უარყოფით" გავლენას იქონიებს რუსეთის კავშირებზე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან.
"თქვენ, ბელარუსმა ხალხმა შეგვახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ ვალში ვართ თქვენთან იმ სიმტკიცისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ და საუკეთესოს გისურვებთ."
ასევე ნახეთ: აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი მოსკოვში - შეხვედრების საკითხები და გზავნილებიბიგანმა დასძინა, რომ აშშ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს, რათა "უზრუნველვყოთ, რომ [ბელარუს] ხალხს უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ბელარუსის კონსტიტუციის და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. იცოდეთ, რომ მთელი მსოფლიო გვერდში გიდგათ ამ მიზნების მისაღწევად."