ვენესუელა კრიპტოვალუტის ამოქმედებას გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება აპირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტა "პეტრო" აამოქმედოს.

მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფიანსურ ურთიერთობებში დაწინაურდეს და უახლესი ფორმები გამოიყენოს, რაც მისი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მადუროს თქმით, ესაა საპასუხო ნაბიჯი იმისა, რასაც ის ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ „ფინანსურ ბლოკადას“ უწოდებს.

"ვენესუელა აამოქმედებს კრიპტოვალუტის ახალ სისტემას იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სუვერენიტეტი და ფინანსურმა ტრანზაქციებმა გადალახოს ბლოკადის შედეგად წარმოქმნილი წინააღმდეგობები", განაცხადა მადურომ და განმარტა, რომ კრიპტოვალუტა გამყარებული იქნება ვენესუელის ბუნებრივი სიმდიდრით, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, გაზი და ბრილიანტი.