“USAid”-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა პირობა დადო, რომ უკრაინელი ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის დაბლოკვის გამო გასაჭირში არიან ჩავარდნილი, 250 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დაფინანსებას მოიძიებს.
ოდესაში საუბრისას, პაუერმა თქვა, რომ “USAid”-ის ინიციატივა უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისკენ არის მიმართული, რათა გააძლიეროს აგრო-ინფრასტრუქტურა და ექსპორტის გზები გააფართოოს.
ასევე ნახეთ: ყირიმის ხიდზე თავდასხმის ფონზე, მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებსპაუერმა ასევე მოუწოდა სხვა მთავრობებს და კერძო სექტორს, რომ უკრაინელი ფერმერების დასახმარებლად ამერიკულ გეგმას შეუერთდნენ.
„ჩვენ გვაქვს კოლექტიური ინტერესი უკრაინელი ფერმერების ბიზნესში დარჩენის უზრუნველსაყოფად“, - თქვა პაუერმა ვიცე-პრემიერ ალექსანდრე კუბრაკოვთან ბრიფინგზე, სამშაბათს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში ვიზიტისას.
ერთი დღით ადრე, პაუერი კიევში საგანგებო ვითარებების სამსახურის შტაბბინას ეწვია და 500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა.
პაურის ვიზიტი უკრაინაში იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება დატოვა. შეთანხმებას ხელი გასულ წელს თურქეთის და გაეროს შუამდგომლობით მოეწერა და რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული. ის გულისხმობს, უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის გავლით და მისი მიზანი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებაა.