ბრიტანულ გაზეთ „ობზერვერში“ ტუტუმ წერილი გამოაქვეყნა
არქიეპისკოპოსის, დესმონდ ტუტუს განცხადებით, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს იმ ბავშვებივით მოიქცნენ, რომლებიც „სათამაშო მოედანზე სხვებს ჩაგრავენ.“ მისი თქმით, ორივე ლიდერი საკუთარი მოქმედებების გამო უნდა გასამართლდნენ.
ბრიტანულ გაზეთ „ობზერვერში“ გამოქვეყნებულ წერილში ტუტუ ამბობს, „მათ უფსკრულის პირამდე მიგვიყვანეს და სირიისა და ირანის საფრთხეების წინაშე დაგვაყენეს. მათ მიერ ერაყში დაწყებულმა ომმა, მსოფლიო საზოგადოების ისეთი პოლარიზება გამოიწვია, როგორიც სხვა ვერცერთმა კონფლიქტმა შეძლო კაცობრიობის ისტორიაში.“
მშვიდობის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა, სამხრეთ აფრიკელმა პროპონენტმა, ტუტუმ განაცხადა, რომ ერაყის ომის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლომ ბლერი და ბუში გაასამართლოს.