ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ისლამისტური მოძრაობა ძლიერდება?


რადიკალურ ელემენტებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, ანკარას შესაძლოა უმწვავეს შიდა-ერთნიკურ ან რელიგიურ კრიზისში გადაეზარდოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


თურქეთში ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ისლამისტი მეამბოხეების გადასვლა სირიაში, სადაც ისინი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ისლამისტების ასეთმა თავისუფალმა გადაადგილებამ თურქეთის შიდა პოლიტიკაზე?

აჰმედ ალი ედიპოღლუ თურქეთის პარლამენტის წევრია, რომელიც სახალხო რესპუბლიკურ პატიას ქალაქი ჰატაიდან წარმოადგენს. ეს სირიის ეს მოსაზღვრე პროვინცია ანტაკიას უმსხვილესი ქალაქია.

ის აცხადებს, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ სირიელი მეამბოხეების ერთი ნაწილი ანტაკიადან მოქმედებს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ. თუმცა, ერთი საგანგაშო ცვლილება, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეინიშნება ის არის, რომ რეგიონში განსხვავებული ტიპის მეამბოხეების რაოდენობამ მოიმატა.

მეამბოხეები, რომლებიც ლიბიიდან, ჩეჩნეთიდა, ავღანეთიდან და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ჰატაიში, აცხადებენ, რომ ისინი სირიაში რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, ჯიჰადს აწარმოებენ და შარიათის კანონის დაწესებას ცდილობენ. ისინი ასევე შეუფარავად აცხადებენ, რომ ალ ყაიდას წევრები არიან. რამდენჯერმე ადგილობრივ მოსახლეობასა და მეამბოხეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც კი მოხდა. მოსახლეობა იარაღს ყიდულობს თავის დასაცავად. როდესაც გუბერნატორს და პოლიციის უფროსს ველაპარაკე მითხრეს, რომ ვითარებაზე სრული კონტროლი აქვთ.

ანტაკიაში რელიგიური წარმომადგენლობა საკმაოდ კომპლექსურია. აქ ცხოვრობენ სუნიტი მუსლიმები, ქრისტიანები და ალავიტები. რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი სეკულარისტია.

აგვისტოს დასაწყისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტამბოლს ეწვია და ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ სირიელი მამბოხეების ერთი ნაწილი ისლამისტი მებრძოლები არიან. მან განსაკუთრებული ყურადღება მეამბოხეებსა და ალ ყაიდას შორის შესაძლო კავშირებზე გაამახვილა:

„ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ტეროტისტები, ქურთისტანის მუშათა პარტია და ალ ყაიდა ბოროტად სარგებლობენ სირიელი ხალხის მიერ თავისულფბის მისაღწევად გაწეული ლეგიტიმური ბრძოლით.“

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი და თურქი პოლიტიკოსების შეხვედრებისას ეს თემა ყოველთვის განიხილება, ედიპოღლუს აზრით, თურქეთის ლიდერები არაფერს აკეთებენ რადიკალური ისლამისტური ჯგუფების შესაჩერებლად. პირიქით, მათ ხელსაც კი უწყობენ სირიაში გადავიდნენ და იქ იბრძოლონ.

ედიპოღლუ ამბობს, რომ „უკანასკნელი დიდი შეტაკებები სირია-თურქეთის საზღვართან ხდება. ყოველ დღე ალ ყაიდას წევრებს, რომლებიც ახლა უკვე ანტაკიაში არიან დაფუძნებული, სახლში ავტობუსით აკითხავენ და სირიაში გადაწყავთ. დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 40-50 მინი ავტობუსი გადადის. მათ მებრძოლები სირიაში მიჰყავთ და მერე ისევ სახლში აბრუნებენ. ავტობუსებს თურქეთის მთავრობა უზრუნველყოფს.“

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სელჩუკ უნალი უარყოფს ბრალდებას, რომ თურქეთის მთავრობა სირიის ოპოზიციას მსგავსი მეთოდებით ეხმარება. მისი თქმით, ალ ყაიდას ელემენტების სირიაში შესვლა თურქეთის მთავრობისთვისაც საყურადღებო ფაქტორია, მაგრამ ამასთან ერთად ანკარას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია:

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ თურქეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის საზღვრიდან ალ ყაიდა სირიაში შედის. თუ მოგვივიდა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საჭირო ზომებს მივიღებთ. მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ საუბარია 900 კილომეტრიან საზღვარზე. ჩვენი მესაზღვრეები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არაკანონიერება აღკვეთონ.“

თურქეთს ალ ყაიდასთან მძიმე წარსული აკავშირებს. 2003 წელს ალ ყაიდას ერთ-ერთმა დანაყოფმა სტამბოლში ოთხი ბომბი ააფეთქა. მათი სამიზნეები სინაგოგები, ბრიტანეთის საკონსულო და ერთ-ერთი ბანკის სათაო ოფისი იყო. თავდასხმების შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა და 700ზე მეტი დაშავდა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ალ ყაიდას წევრები, რომლებიც დღეს შეიძლება თურქეთს აფარებდნენ თავს, ორგანიზაციის ის წევრები არიან, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცებისა და საერთაშორისო დანაყოფების მიერ წარმოებული ბრძოლის შედეგად, იძულებული გახდნენ ერაყიდან გამოქცეულიყვნენ.

კადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი სოლი ოძელი ამბობს, რომ ერაყში მომხდარი მოვლენები შეიძლება სირიასა და თურქეთშიც განმეორდეს:

„ჩვენ არ ვიცით, განმეორდება თუ არა ერაყის სცენარი სირიაში ალ ყაიდას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გადმოსახედიდან. ერთი რამ ცხადია, რომ ერაყი კვლავ უბრუნდება სამოქალაქო ომამდელ მდგომარეობას, სადაც სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთმანეთს ებრძვიან და ალ ყაიდა კი ისევ მოქმედებს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში. ასეთი რადიკალური ელემენტების ორ საზღვარზე ყოლდა - ერაყსა და სირიაში - არ ვიცი რამდენად აძლევს ხელს თურქეთის სტაბილურობას. გაითვალისწინეთ ის, რომ თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ძალინ ღრმა ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები მიმდინარეობს.“

ექსპერტების აზრით, ანკარას პრიორიტეტი სირიის საზღვართან არსებული ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც ლტოლვილების ნაკადის ზრდას უკავშირდება და ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობაა. თუმცა, ნელ-ნელა იკვეთება შეშფოთება, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ალ ყაიდას წევრების დაპატიმრებისა და ლიკვიდირების ფონზე, რადიკალურ ელემენტებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ანკარას შესაძლოა უმწვავეს შიდა-ერთნიკურ ან რელიგიურ კრიზისში უნებლიედ გადაეზარდოს.
XS
SM
MD
LG