ჰილარი კლინტონი სუდანში ჩავიდა

დღეს კლინტონი სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში ქვეყნის პრეზიდენტს სალვა კიირს შეხვდა
ამერიკის სახელმწიფი მდივანი ჰილარი კლინტონი სამხრეთ სუდანისა და სუდანის სახელმწფოებს მოუწოდებს აზრთა სხვადასხვაობა აღმოფხვრან. ამერიკის უმაღლესი დიპლომატი დღეს სამხეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში ხანმოკლე ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს სალვა კიირს შეხვდა.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას კომპრომისებზე წასვლა მოუწევს არსებული აზრთა სხვადასხვაობის გადასალახად. მას მხედველობაში ჰქონდა ტერიტორიული დავა და ნავთობის ექსპორტის შემოსავლების თანაბარი გადანაწილების პრობლემები, რაც მთლიანობაში ორივე ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს.