ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის აფრიკული ტურნე


სახელმწიფო მდივანი უგანდაში ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აფრიკულ ტურნეს განაგრძობს. ის უგანდას ეწვევა, სადაც მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ იოვერი მუსევინთან. ხვალინდელ შეხვედრაზე განიხილება უგანდას, როგორც ამერიკის მთავარი პარტნიორის როლი რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე ჰილარი კლინტონი მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ადამიანის უფლებათა დაცვისკენ.

გუშინ სენეგალში სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აფრიკელები ცვლილებებს ითხოვენ თავიანთ ქვეყნებში, სადაც მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტა მდიდრდება, ხოლო მოსახლეოების დიდი ნაწილი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს.

„უკვე დიდი ხანია დადგა დრო, როდესაც ყველა ლიდერმა უნდა იმოქმედოს ანგარიშვალდებულებით და თავის ხალხს მოეპყრას ღირსეულად, პატივი სცეს მათ უფლებას და ყველას მიეცეს ეკონომიკური შესაძლებლობა,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG