სტიქია კვლავ მძვინვარებს

ნიუ იორკი და ნიუ ჯერსი ახალ ქარიშხალს მოელის
შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ზამთრის ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც შესაძლოა ძლიერ წვიმები და წყალდიდობები გამოიწვიოს.

სტიქიის ზეგავლენით შესაძლოა კვლავ ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის მოსახლეობა დაზარალდეს. იქ ერთი კვირის წინ ქარიშხალმა „სენდიმ" ათასობით ამერიკელი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა.

ახალი ქარიშხალი წინამორბედის სიძლიერის არ არის, თუმცა, ჩრდილოეთიდან შერეული ცივი მასების გამო, მას ქარი, წვიმა და თოვლი ახლავს თან.